Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აშშ-მ მასშტაბური საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა

5a2554b074b5c
BM.GE
04.12.17 17:58
780
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა, - ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

კანონპროექტის განხილვა 15 საათი გაგრძელდა. მას 51-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ 49 სენატორი წავიდა. კანონპროექტი 1986 წლის შემდეგ, აშშ-ში გადასახადების ყველაზე მასშტაბურ შემცირებას ითვალისწინებს. მისი ძირითადი მიზანი საშუალო ფენისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაა. კანონპროექტის მიხედვით, ამერიკული კომპანიებისთვის 35%-იანი კორპორატიული გადასახადი 20%-მდე უნდა შემცირდეს.