Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აპლიკაცია, რომელიც თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

5a12bde547c8a
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.17 19:00
1651
აპლიკაცია, რომელიც თამბაქოსათვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

"თავს ვანებებ" მობილური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებაში ეხმარება. აპლიკაცია Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ის მომხმარებელს ეხმარება, მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა.

ინტერაქტიული აპლიკაცია საშუალებას იძლევა:

 შექმნათ საკუთარი ისტორია (რამდენ ღერს ვეწევით, რა სიხშირით, რა ღირს სიგარეტი, რომელსაც ეწევით, დროის რა მონაკვეთში და რა სიტუაციაში გიჩნდებათ ყვეალზე მეტად მოწევის სურვილი);

 გაწვდით გამამხნევებელ რჩევებს და გიგზავნით შეტყობინებებს/გამამხნევებელ რჩევებს) ლოკაციების მიხედვით (ისტორიაში წინასწარ მითითებული ინფორმაციის მიხედვით მაპროვოცირებელი ფაქტორების გათვალისწინებით მაგ. სამსახურში, სახლში, სტუმრად - მისამართების მითითებით);

 გიგზავნით შეტყობინებებს დროის მიხედვით (მაშინ, როცა განსაკუთრებით გიჩნდებათ მოწევის სურვილი);

 გაწვდით ინფორმაციას სარგებელზე - რა თანხა დაზოგეთ იმ პერიოდიდან, რაც მოწევას თავი დაანებეთ);

 მიღწევები, წახალისება (გიგზავნით სხვადასხვა ჯილდოს "თასებს" მაგ. "2 კვირა თამბაქოს გარეშე", რომლის გაზიარება შესაძლებელია Facebook-ის საშუალებითაც).

აპლიკაციის სტანდრატული ნაწილი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: როგორ დაანებოთ მოწევას თავი (მოსამზადებელი პერიოდი, თარიღის დათქმა, დაგეგმვა; გარშემომყოფთა მხარდაჭერა); როგორ ვაკონტროლოთ მოწევის ძლიერი სურვილი (რჩევები - სტრესის მართვა; ყურადღების გადატანა); ზოგადი ინფორმაცია თამბაქოზე დამოკიდებულების შესახებ; ცდუნებები - ჩავარდნა (როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში) – „ყოველი მომდევნო მცდელობა აახლოებს დადებით შედეგთან"; როგორ დარჩეთ „თამბაქოსაგან თავისუფალი" ( 5 რჩევა: ნუ მოადუნებ ყურადღებას; შეებრძოლე სურვილს; იყავი ოპტიმისტი; დაასაუქრე შენი თავი; დაიხმარე სხვები).

აპლიკაცია აშშ კიბოს საერთაშორისო ინსტიტუტის თამბაქოს კონტროლის კვლევითმა განყოფილებამ მოამზადა. მისი ქართულად ადაპტირება კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა მოახდინა.