27.Apr .2018 17:32

TBC ბანკი შედეგები: 12 000 ზე მეტი ბენეფიციარი სტარტაპერი

1045
Back

10 000-ზე მეტი გადამზადებული ბიზნესი და 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტარტაპერი - ასეთია თიბისი ბანკის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შედეგი. ბიზნესგანათლება და სტარტაპერების მხარდაჭერა ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის და ლოიალობის ზრდისკენ მიმართული სტრატეგიის ნაწილია. ბანკის ეგიდით ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და აგროფორუმები და მათში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის სრულიად უფასოა. ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისი ბანკმა მომხმარებლებს კიდევ ერთი პროექტი - www.tbcbusiness.ge შესთავაზა. ვებგვერდზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ონლაინსემინარებს, ჩამოტვირთოთ ბიზნესლიტერატურა, გაიაროთ ონლაინკურსები და გაეცნოთ სტარტაპისტორიებს. თიბისი ბანკი რეგიონებშიც ჩავიდა. თელავში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში, ფერმერებისთვის უკვე ჩატარდა აგროფორუმები. დაინტერესებულმა პირებმა სტარტაპ აგროპროექტების, მეცხოველეობის, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და უპირატესობების, ასევე მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ კვალიფიციური ინფორმაცია ექსპერტებისგან მიიღეს.

სტუმარი: ნიკა ქურდიანი - TBC ბანკი; გენერალური დირექტორის მოადგილე