Home
Category
TV Live Menu
Loading data...

TBC: ბიზნესდაჯილდოება 2021 იწყება

BM.GE
16.09.21 12:37
331
განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით - ბიზნესდაჯილდოება 2021 იწყება. წელს უუკვე მეექვსედ და ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს პროექტი წელს ახალი ნომინაციებით და ახალი ფომრატით შედგება. აქაც ზრდაა, წელს დაჯილდოებას ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია დაემატა, ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს: 
• საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
• საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ახალი ნომინაციებია:
• საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის 
• გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
იდეიდან დღემდე და წელს უკვე მეექვსედ დაჯილდოვების მიზანი იმ ბიზნესების წახალისებაა, რომლებიც მუდმივად განვითარებისთვის შრომობენ, ცდილობენ შექმნან ახალი, საინტერესო და გამოსადეგი მომხმარებლისთვის და იყონ ინოვაციურები. მაგრამ სტიმულები რომელსაც ასეთი დაჯილდოვებები ქმნის არ არის მხოლოდ ცალკეული და მხოლოდ გამარჯვებულების წახალისება. რა მოტივაცია აქვს თიბისის ბიზნესდაჯილდოვების ორგანიზებისათვის და რას უნდა ველოდოთ წელს?

სტუმარი: ვახტანგ ბუცხრიკიძე - თიბისი, გენერალური დირექტორი