Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო, შესაძლოა, რამდენიმე სამინისტროს შენობაში გადანაწილდეს

5a2e7fa5b8f0a
BM.GE
11.12.17 16:51
792
ეკონომიკის სამინისტრო, შესაძლოა, რამდენიმე სამინისტროში გადანაწილდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი  ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო არსებულ შენობას, რომელიც ამ ეტაპზე ნაქირავები აქვს, სავარაუდოდ მომდევნო წლის დასაწყისში დაცლის.

"ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე სამინისტროს შენობაში. ჩვენ ნაქირავები გვაქვს შენობა. დიდი იმედი გავქვს რომ ოპტიმიზაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს და ალბათ პირველი კვარტლის ბოლოს მოგვეცემა საშუალება, რომ დავცალოთ შენობა და გადავნაწილდეთ. ეს თანხებს დაგვიზოგავს“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანების შედეგად, თანხების ოპტიმიზაციას, მინისტრი განმარტავს, რომ გაერთიანების პროცესი სრულად 3 თვეში დასრულდება, ამ ეტაპზე კი „მექანიკური გაერთიანება“ მოხდა.