Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისიდან ერევანში - „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქისთვის MAN-ის ავტობუსების მიწოდება დაიწყო

BM.GE
26.12.22 10:34
131
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისათვის „თეგეტამ“ ერევანს გერმანული ბრენდის ავტობუსები ოფიციალურად კვე გადასცა. კომპანია ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. სომხეთის დედაქალაქში MAN-ის სატრანსპორტო საშუალებები ჰოლდინგის ცენტრალური სერვისცენტრიდან გაიგზავნა. „თეგეტასგან“ სატრანსპორტო საშუალებები ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. დელეგაცია სომხეთის დედაქალაქიდან, ჰრაჩია სარგსიანის ხელმძღვანელობით, თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. სტუმრებს „თეგეტას“ სათავო ოფისში უმასპინძლეს, რომლებმაც თბილისში ყოფნისას განახლებული შოურუმი, MAN-ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი და გერმანული პრემიუმ ბრენდის Porsche-ს ახალი კონცეპტუალური შოურუმი დაათვალიერეს. 2022 წლის ბოლომდე, საქართველოდან ერევანში, უახლესი, ევროპული სტანდარტის 60-მდე ავტობუსი ჩავა.