დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
გუშინდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოიყო მთავარი პრობლემური კვანძები, მათ შორის დასახელდა მარშალ გელოვანი, სადაც მერიის გათვლებით ნაკადების 15%-ით შემცირება ავტომობილების დასაშვები სიჩქარით გატარებას უზრუნველყოფს.
მერიაში ფიქრობენ, რომ არსებულ საცობებს ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს. მათ შორის ვერც დაპირებული 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომლის საჭიროებაც მერიის მაღალჩინოსნების შეფასებით ამ ეტაპზე არ დგას. მისი დამატება მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.
მერიიდან გუშინ კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა თბილისი გადის, სატრანსპორტო რეფორმის, და ერთგვარად გაგებითაც უნდა მოვეკიდოთ იმ ამბავს რომ დღეების დიდ ნაწილს დანიშნულების ადგილებამდე მისვლას ვანდომებთ.
უფრო მეტიც ითქვა გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებითაც გააკეტა კომენტარი და განაცხადა, რომ მეტროში შეფერხებებს თავად მგზავრები ქმნიან.
„სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განმარტა წილოსანმა.
სტუმარი: ირაკლი ნადირაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
See all the news
All News
#რედაქტ2 ელენე გოგბერაშვილთან ერთად - ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან / 25.05.2023
LEADx Change Unveils Season 4 of Leadership Accelerator & Public Square Summit
Forbes to be Acquired by Entrepreneur and Philanthropist Austin Russell
Arrival Hosts Yet Another Successful Metaverse Event: A Recap of the Latest Conference
#საქმიანიდილა - 28 აპრილი - პროლოგი
The company "Tam Management" makes an explanation
#forbesკვირა - ქალაქები,სადაც ცხოვრებაში თანხებს გიხდიან
საქმის კურსი - 21.04.2023_13:40 - გადაცემა სრულად
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - სავაჭრო ობიექტების მოლოდინები
როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 12 წელში?
როდის გაიხსნება რიკოთი?
სახელმწიფო მხარდაჭერის ეფექტიანობა DCFTA-ის ბაზრებზე – ISET-ის კვლევა
"Georgia will be faithful to the European path... I serve this path" - Ambassador of Georgia to France
Cavea plus-ის 6 თვის შედეგები და გამოწვევები
Gold is shining in the new geopolitical world
VR Holding is starting a large-scale and innovative project in Shekvetili
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
State to build Anaklia Port
NG Georgia - თარგმანი ყველა ენაზე