Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში ბინის ქირავნობა 80%-ით, ყიდვა კი 27%-ით გაძვირდა - „თიბისი კაპიტალი“

BM.GE
22.09.22 19:37
164
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. ფასი გაიზარდა უძრავი ქონების შეძენაზეც. კომპანიები არ გამორიცხავენ, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა გამოიწვიოს, რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. როგორც შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი, უახლესი ტენდენციები რიცხვებში თიბისი კაპიტალმა ახალ პუბლიკაციაში გამოაქვეყნა. რა იწვევს ფასების ზრდას უძრავი ქონების ბაზარზე და რა მოლოდინები აქვთ კერძო სექტორს?