Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ანაკლია სითი" უმსხვილეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას იწყებს

59de2ba725456
BM.GE
11.10.17 19:00
853
“ანაკლია სითი” „ინჩონის“ თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას იწყებს. სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოწინავეა. 13 000 ჰექტარზე გაშენებულმა ინჩონის ზონამ განვითარება 2003 წელს დაიწყო და მისი ყველა ეტაპის დასრულება 2020 წელს იგეგმება. ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორის: ბიოტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული მიმართულებებით, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ “ანაკლია სითის” ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს.

-ქალბატონო ქეთი, აღნიშნული თანამშრომლობა რას მოიცავს და რა სახის გამოცდილების გაზიარება მოხდა კორეის რესპუბლიკაში?

-“ანაკლია სითი” ერთ-ერთი უმსხვილესი და მნიშვნელოვანი პროექტია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამდ რეგიონისთვის, რადგან აღნიშნული პროექტის მეშვეობით საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს აბრეშუმის გზის გასწვრივ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებს მოუტანს საქართველოს და ბევრი ბიზნეს მიმართულება დაინტერესდება ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ. საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან დღმდე ძალიან ბევრი წინამოსამზადებელი სამუშაო გაკეთდა, რაც უმნიშვნელოვანესია პორტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებისთვის. წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ სწორად მომზადებულიყო გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, რომელიც ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია პროექტისთის. ასევე მნიშვნელოვანია დაგეგმარება და დეტალური ინჟინერია. ჩვენი ოპერატორი წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine გახდა, რაც პორტის სწორი მართვის საწინდარია. ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ კომპანიამ უახლოეს მომავალში მშენებლობა დაიწყოს. ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას რაც შეეხება, პორტის მშენებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია პორტის მიმდებარე ტერიტორია განვითარდეს და სწორედ ეს მისცემს შესაძლებლობას ძალიან ბევრ ინდუსტრიას და ბიზნესს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.

-მოვლენები გეგმის მიხედვით ვითარდება?

-უკეთესიც იქნება, ჩვენ თავიდან წარმატებული მსგავსი ზონები შევისწავლეთ მსოფლიოს მასშტაბით და იგი მაქსიმალურად საქართველოს კონკურენტუნარიან გარემოებებს უნდა მოვარგოთ. ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა არის კორეაში ინჩონის ინდუსტრიული ზონა, რომელთანაც თანამშრომლობა დავიწყეთ, რათა სხვადასხვა მიმართულებით მათი გამოცდილება გავიზიაროთ. მსგავსებაც არის იმ კუთხით, რადგან ჩვენი ამბიციაც არის ’’სმარტი“ და მწვანე პრინციპებზე დაფუძნებული ინდუსტრიული ქალაქის შექმნა. მათაც ზუსტად ეს პრინციპები აქვთ გამოყენებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შთანხმებას მივაღწიეთ, რომ ინჩონის ინდუსტრიული ზონა დაგვეხმარება და დაგვაკავშირებს თავიანთ კლიენტებთან, ანუ იმ საწარმოებთან და იმ კომპანიებთან, ვინც უკვე მათ ზონაში არსებობს, რათა მათ სატელიტური ბაზა შექმნან საქართელოში და რეგიონში. ამ ვიზიტის ფარგლებში უკვე ათზე მეტ წარმატებულ კომპანიას შევხვდი. ეს ბრენდები ყველასთვის ნაცნობია, უბრალოდ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, ცოტა კონფიდენციალურობას დავიცავ, თუმცა უახლოეს მოავალში არა ერთი კორეული კომპანია საქართველოს ეწვევა შესასწავლად. მათი ინტერესი საკმოდ გაზრდილია და ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენ კომპანიებს აღნიშნულ პროექტს ვაცნობთ. თვითონ კომპანიასაც სჭირდება წლები გადაწყვეტილების მისაღებად, რომ ჩვენ ქვეყანაში გადმოვიდეს,. თანმიმდევრულად მივდივართ - ანაკლია განვითარდება, ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაიწყება. მინისტრმა დღეს კომენტარშიც აღნიშნა, რომ აქ რკინიგზა და გზაც კეთდება, რომელიც პორტთან და ამ ზონასთან ინტეგრირებული იქნება და ეს უმნიშვნელოვანესია. პორტიც და ზონაც დანარჩენ ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირებული იქნება. შესაბამისად, 2020-2021 წლებში ჩვენ არა ერთი წარმატებული კორეული კომპანია გვეყოლება.

-ოპერატორზე რას გვეტყვით, რომელზეც საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, როგორც ვიცით, იგი დასრულებულია და შერჩევები მიმდინარეობს...

-გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის კონცეფციისა და მასტერპლანის შემუშავებას ითვალისწინებს. მოწვევა თითქმის ყველა წამყვან მსხვილ კომპანიას გავუგზავნეთ, ვისაც მსგავსი გამოცდიება აქვს კორეაში, სინგაპურში, იაპონიაში, აშშ-ში, ევროპაში და თითქმის ოცი ერთმანეთზე უკეთესი წინადადება შემოგვივიდა და ოცივე სანდო, რეპუტაციის მქონე და ამ მიმართულებით გამოცდილი კომპანიაა. ექსპერტების მეშვეობით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ და აღნიშნული გამოცდლი ექსპერტების მეშვეობით კონკრეტულ კონცეფციას და გეგმარებას შევიმუშავებთ, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომელიც უკვე აღვნიშნე. მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე და ტექნიკურად სმარტ-პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქი იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა უპირველესად, საერთაშორისო კომპანიები მოვიზიდოთ. პროექტი ადგილობრივი კომპანიებისთვის იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია ის პოტენციალი, რაც გვაქვს - ბიზნესგარემო, სავაჭრო რეჟმები, უკვე ახალი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

-საქართველოში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში გარკვეული პრობლემები არის...

-თბილისიში საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს თავისუფალი ზონა და მას კონკრეტულად ერთი ნიშა აქვს დაჭერილი. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ კანონმდებლობა არ იწერება ერთხელ და შემდეგ არ იდება თაროზე, რადგან ყოველთვის იცვლება გამოწვევები, მოთხოვნები და შესაბამისადა დროზე ადაპტირება უნდა მოხდეს და იმ დროზე მორგება. ჩვენ მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებითდა მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც დღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის მისაღებია და სწორედ ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე შვიმუშავეთ ის კანონმდებლობა, რომელიც მისაღები იქნება, როგორც მთავრობისთვის, ასევე კომანიებისთვის. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა იმ დაკვეთის, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ და დაახლოებით 6-დან 8 თვემდე გვექნება კონცეფცია, გეგმარება, ახალი რეგულაციები და გაუმჯობესებული პროცედურები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პორტი მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს ინდუსტრიულ ზონასთან და დანარჩენ ინფრასტრუქტურასთან და რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო კომპანია დავაინტერესოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვაა, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიები შემოვიდეს და ცოდნის გაზიარება მოხდეს, რაც მეტი გადადინების ეფექტს ქმნის ქვეყანაში.

-აღნიშნული პროექტის ფარგლებში აეროპორტის მშენებლობა თუ იგეგმება?

-ქუთაისის აეროპორტი ძალიან ახლოს არის, 90 კმ-ია და როდესაც ახალი გზა იქნება ეს მანძილი თითქმის არაფერი არ არის აეროპორტისთვის. სწორედ აღნიშნული კვლევა დაგვიდებს იმ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ამ პროექტის განსახორციელებლად იქნება საჭირო. სწორედ ამ შედეგების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტეგრირებას მოვახდენთ და ალბათ ვფიქრობ, განსაკუთრებით დასაწყისში შესაძლოა ქუთაისის აეროპორტთან მოხდეს და შემდეგ თუ პროექტი გაიზრდება და იმდენად მასშტაბური გახდება, რომ ცალკე აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს, მაშინ, რა თქმა უნდა, ესეც აუცილებლად მოხდება და განხორციელდება.