Home
Category
TV Live Menu
Loading data...

VTB Bank რუსული Magnit-ის წილს ყიდულობს

5a8acccb47964
BM.GE
19.02.18 17:09
886
VTB Bank რუსეთში საცალო გაყიდვების ლიდერი კომპანიის, Magnit-ის აქციების 29.1%-ს ყიდულობს. Bloomberg-ის ინფორმაციით გარიგების ღირებულება დაახლოებით 138 მილიარდი რუბლი, ანუ 2.5 მილიარდი დოლარი იქნება.

Magnit-ს 16 000-მდე ობიექტი აქვს რუსეთში და მასში 260 000 ადამიანი მუშაობს. კომპანიის ყოფილი მფლობელი რუსი ოლიგარქი, სერგეი გალიცკია, რომელმაც კომპანია 1994 წელს დააარსა და დღემდე იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოსტს.