Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება

59f33dff68715
თელარა გელანტია
27.10.17 18:08
1017
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იზიარებს.

საქმე იმაშია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის ის დადგენილება, რომელიც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა.

მინისტრი აცხადებს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა, მიმდინარე წლის მაისიდან აღმოფხვრილია.

„საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომელიც ეხებოდა 2015 წლის თებერვალში შეტანილ სარჩელს. თუმცა შარშან წლის ბოლოს და წელს, წლის დასაწყისში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საინფორმაციო აქტივობა გავატარეთ, რომ სწორედ ამ პრობლემაზე გაგვესვა ხაზი, პრობლემაზე, რომელიც წელს მაისიდან, საბედნიეროდ, მოგვარებულია. მოგეხსენებათ, 2013 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, მოხდა გამიჯვნა - ვისაც ჰქონდა კერძო სადაზრვევო პაკეტი, ის ვერ გახდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე. ამის მერე, მრავალგზის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, 2015-2016 წლების განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრიის დიდი ნაწილისგან არ მოხდა მონაცემთა ბაზების მოწოდება. 2013 წლის მდგომარეობით ვინც იყო კერძოდ დაზღვეული, მაგრამ შემდგომ წლებში დაკარგა კერძო დაზღვევა, ვერ გახდა მთლიანი პაკეტის მოსარგებლე. სწორედ ეს იყო დისკრიმინაციული მდგომარეობა. ეს იყო გამოწვეული იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიების ართუ ისე მცირე ნაწილი ჯიუტად აჭიანურებდა სადაზღვევო ბაზების მოწოდებას და საბედნიეროდ, საკმაოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდა, მაგრამ ეს დისკრიმინაცია მოგვარებულია 2017 წლის მაისიდან“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიას, ასევე კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს ბაზებზე ონლაინ წვდომა ექნებათ და ადამიანს, რომელიც დაკარგავს კერძო სადაზღვევო პაკეტს, საშუალება ექნება ძალიან მოკლე ვადაში ჩაერთოს სრულყოფილ პაკეტში.