Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტენდერები & კორუფციის რისკები

BM.GE
07.02.22 12:23
359
ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა სამშენებლო და არქიტექტურული სამუშაოები, ავეჯი, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, საჯარო უწყებების ფორმები, დაზღვევა, საკვები და ა.შ - ეს არის საქონლის და მომსახურების ჩამონათვალი, რასაც სახელმწიფო სწორედ ტენდერების სისტემით ყიდულობს. გამოცხადდება შესყიდვა, მიიღებენ წინადადებებს კომპაბნიებსგან და ბოლოს იდება ხელშეკრულება. 2021 წლის სამ კვარტალში 22 ათასზე მეტი ასეთი შესყიდვა გამოცხადდა. 2020 წელს 25 ათასამდე ტენდერი იყო გამოცხადებული, პანდემიამდე კი ეს მაჩვენებლები 30 ათასსაც სცდებოდა. 

წლიდან წლამდე იზრდება თანხები, რომლებსაც სახელმწიფო სწორედ ტენდერის მეშვეობით ხარჯავს. 2021 წლის სამ კვარტალში 5 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა. 2020 და 2019 წლებში კი ამ გზით დახარჯული თანხა 5 მილიარდს აჭარბებდა. 

ითვლება, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის კარგი საშუალებაა, რამდენადაც ტენდერის გამოცხადების შემდეგ კომპანიები საკუთარ წინადადებებს წარადგენენ და იგებს ის, ვინც სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასს შესთავაზებს. ანუ წესით მოგებულია სახელმწიფო, რომელიც კონკურეენციის ხარჯზე საბიუჯეტო სახსრებს ზოგავს.

სტუმრები: ბესო ნამჩავაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, უფროსი ანალიტიკოსი;
ბეჟან ნემსაძე - Black Sea Law Group-ის მმართველი პარტნიორი;