Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ტენე” - 2022 წლის შედეგები და გეგმები

BM.GE
30.01.23 00:27
148
ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია "ტენე" განვითარებას განაგრძობს. 2022 წელს კომპანიამ ახალი საწარმო წეროვნის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გახსნა, სადაც 30 დევნილი ახალგაზრდაა დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დაახლოებით 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, "ტენეში" დღიურად 600 USB სადენი მზადდება, მათი ნაწილი კი ამაზონის მეშვეობით, ექსპორტზე აშშ-ში გადის. კიდევ ბევრი გეგმაა და მინდა მეტი იცოდეთ კომპანიაზე, მის დამფძნებლებზე და გუნდზე. მითუმეტეს, არ ჩერდებიან და საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო მაგალითებასც უზიარებენ.


სანდრო ლილუაშვილი - "ტენეს" დამფუძნებელი.