Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეიხი ნაჰაიანი: საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად

5a1d1e1891c22
BM.GE
28.11.17 13:00
821
არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრმა შეიხმა ნაჰაიანმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ინვესტირებისთვის ხელსაყრელი ადგილია. მისი თქმით, მას როგორც როგორც უცხოელ ინვესტორს საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტორები დაასახელა, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია.

„საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტზე მეტი ზრდა არის ყოველწლიურად, კვლავაც გრძელდება ეს ტენდენცია. მეორე - საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივით, ანუ, ძალიან მარტივია ბიზნესის კეთება. შემდეგ - საქართველო არის ღია ეკონომიკა, და ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით. მეოთხე - საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე. „ტრანსფარანსი ინთერნეიშენელის“ კორუფციული პარამეტრების მიხედვით მიუთითებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ნაჰაიანმა.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც შეიხმა ჰანაიანმა აქცენტი გააკეთა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობაა: „საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, ის ლეგენდარული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ცენტრალური აზია, კავკასია საქართველოს მეშვეობით უერთდება ევროპას, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპას აზიას შორის, ეს არის უმოკლესი გზა პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მერვე თემა -საქართველო არის სასურველი ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის, და სხვა მომხიბვლელობასთან ერთად საქართველოს მთები, ბუნება, ზღვის სანაპირო - ეს არის არაჩველებრივი საშუალება, როგორც ყველა ჩვენგანმა ალბათ მივირთვით უგემრიელესი კერძები“ - აღნიშნა ნაჰაიანმა.