25.Oct .2021 09:49

ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

Back

ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. სადაც, სტუდენტებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე დახვდებათ. აქ ეტაპობრივად დაინერგება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების შესწავლა. ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად ლექციებს და სემინარებს არემჯის მენეჯერები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები გამართავენ.