Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Black Friday-ის "გამარჯვებულად" iPhone X დასახელდა

5a23d8b7097da
BM.GE
03.12.17 18:00
913
მიუხედავად მაღალი ფასისა, iPhone X-ის გაყიდვები საუკეთესო შედეგს აჩვენებს. სოციალურ ქსელში ანალიტიკოსის Jun Zhang ანგარიში გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, ნოემბერში 15 მილიონი iPhone X გაიყიდა.

მხოლოდ „შავ პარასკევს“ კი 6 მილიონი iPhone X გაიყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალიტიკოსების აზრით, დეკემბერში iPhone X-ის წარმოება კვირის განმავლობაში 3 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება. როგორც ანალიტიკოსი Jun Zhang განმარტავს, ეს კორპორაციის დიდი წარმატებაა იმ დროს, როდესაც Apple- ის სამხრეთ კორეელი კონკურენტი Samsung „მხოლოდ ვიდეო-რგოლების გადაღებით არის დაკავებული“.

Apple-ის ვარაუდით, წლის ბოლომდე გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 80 მილიონსაც მიაღწიოს, რაც კორპორაციისთვის ახალი რეკორდი იქნება შემოსავლების და გაყიდული სმარფონის რაოდენობის კუთხით.