Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის რიგით მეექვსე გამოფენა გაიმართება

5a2fbb863565d
BM.GE
12.12.17 15:15
762
თბილისში, ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკურ ზონაში, წელიწადში ერთხელ ტარდება „საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა“. წელს, 17-18 დეკემბერს, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში რიგით მეექვსე გამოფენა გაიმართება.

გამოფენის ორგანიზატორები არიან ქ. ურუმჩის სახალხო მთავრობა, სინძიანის ავტონომიური რეგიონის კომერციის განყოფილება. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოში ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოფენა იმართება სინძიანის ავტონომიური რეგიონის კომერციის ბიუროს, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ურუმჩის კომიტეტისა და ჰუალინგ ჯგუფის ხელშეწყობით.

გამოფენაში 100-მდე ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია მოიცავს სამშენებლო მასალებს, საღებავებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექსტილს, საიუველირო ნაწარმს, გამაჯანსაღებელ პროდუქციას და ა.შ.


(R)