სამი კვარტლის განმავლობაში სადაზღვევოებმა ჯამურად 44.3 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით არის გაზრდილი. ბაზრის ცალკეულ სეგმენტებს შორის ყველაზე შესამჩნევი, 30-მილიონიანი ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება, რომლის შემოსავალმაც 211 მილიონი ლარი შეადგინა.
“თუ სიბნელეშიც მოახერხებ ნათელი წერტილის დანახვას, უკან, წარსულისკენ მიხედვისაც არასდროს შეგეშინდება. თიბისი დაზღვევის გუნდს კი 2020 წელი სიხარულით თუ ვერა, სიამაყით მაინც გაგვახსენდება, ვინაიდან გვჯერა, რომ ხალხს საჭირო დროს ყველაზე სწორი გზით მივაწვდინეთ ხმა, დავეხმარეთ წლის მთავარ მებრძოლ ძალას - საქართველოს მედპერსონალს, ხელი გავუმართეთ ბიზნესს და ამ გზით მოულოდნელად ჩამოწოლილ სიბნელეში ჩვენი ნათელი წერტილი ვიპოვეთ.”- ეს პაატა ღაძაძის 2020 წლის თიბისი დაზღვევის შეჯამებიდან ამონარიდია, კომპანიის, რომელმაც გასულ კრიზისულ 12 თვეში საცალო სადაზღვეო სექტორის 36% იანი წილი დაიკავა, ჯამურად 32 მლნ ლარი ანაზღაურა და ჯანმრთელობის 15 ათასამდე დაზღვეული მიითვალა.