Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“თიბისი დაზღვევა” 2021 - პაატა ღაძაძე დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
11.01.21 10:38
519
2020 წელი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორისთვის შემცირების წლად არ ქცეულა. ქვეყანაში მოქმედი 18 სადაზღვევო კომპანიის ფინანსური შედეგების მიხედვით, მათ მიერ მოზიდული პრემია 6,6%-ით გაიზარდა და მან 2020 წლის 9 თვეში 513 მილიონ ლარს მიაღწია. სექტორის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა კი წელს 433 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის ოთხივე მთავარ ბაზარზე - ჯანმრთელობის; ავტომობილების; ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით ზრდაა.

სამი კვარტლის განმავლობაში სადაზღვევოებმა ჯამურად 44.3 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით არის გაზრდილი. ბაზრის ცალკეულ სეგმენტებს შორის ყველაზე შესამჩნევი, 30-მილიონიანი ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება, რომლის შემოსავალმაც 211 მილიონი ლარი შეადგინა.

“თუ სიბნელეშიც მოახერხებ ნათელი წერტილის დანახვას, უკან, წარსულისკენ მიხედვისაც არასდროს შეგეშინდება. თიბისი დაზღვევის გუნდს კი 2020 წელი სიხარულით თუ ვერა, სიამაყით მაინც გაგვახსენდება, ვინაიდან გვჯერა, რომ ხალხს საჭირო დროს ყველაზე სწორი გზით მივაწვდინეთ ხმა, დავეხმარეთ წლის მთავარ მებრძოლ ძალას - საქართველოს მედპერსონალს, ხელი გავუმართეთ ბიზნესს და ამ გზით მოულოდნელად ჩამოწოლილ სიბნელეში ჩვენი ნათელი წერტილი ვიპოვეთ.”- ეს პაატა ღაძაძის 2020 წლის თიბისი დაზღვევის შეჯამებიდან ამონარიდია, კომპანიის, რომელმაც გასულ კრიზისულ 12 თვეში საცალო სადაზღვეო სექტორის 36% იანი წილი დაიკავა, ჯამურად 32 მლნ ლარი ანაზღაურა და ჯანმრთელობის 15 ათასამდე დაზღვეული მიითვალა.

სტუმარი: პაატა ღაძაძე - "თიბისი დაზღვევა", გენერალური დირექტორი