Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თიბისი ESG ელჩების პროექტს იწყებს

BM.GE
09.12.21 10:22
588
იმ ფონზე რომ საქართველოში ფინანსური ანგარიშგებების გამჭვირვალობა მასობრივად საკმაოდ ახლადფეხმოკიდებული პრაქტიკაა არც ისე ბევრია ისეთი კომპანია, რომელის კორპორატიულ პასუხისმგებლობაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტებს აქცევს ყურადღებას და მით უფრო მასთან დაკავშირებით ანაგარიშებს ასაჯაროვებს.

გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანგარიშგება და გამჟღავნება მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. არადა ბაზრის გამჭვირვალობის ზრდასა და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესებისათვის საკითხი მნიშვნელოვანია და და საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პოზიციონირებისათვის კიდევ უფრო საყურადღებო. არც ისე დიდი ხნის წინ კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების თანმიმდევრული, თავსებადი და შედარებადი გამჟღავნების ხელშესაწყობად ეროვნულმა ბანკმა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონიც შეიმუშავა. ზაფხულში თიბისი ბანკმა ანგარიში მეორედ წარადგინა. ამ ჯერზე ბანკი ESG ელჩების პროექტს იწყებს, რაც ორგანიზაციის შიგნით ამ თემებზე ელჩების არჩევას და მათი მხრიდან ESG მიმართულებით სხვადასხვა საკითხის ხელშეწყობას გულისხმობს.

სტუმარი: მაკა ბოჭორიშვილი - თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი