Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

BM.GE
26.02.21 10:12
463
ზუსტად თუ არა დაახლოვებით ერთი წლის წინ დაიწყო საქართველოსთვის კოვიდის პირობებში ცხოვრება და ვიდრე ყველა პირველ შოკს უმკლავდებოდა საქმიან საზოგადოებას ჰქონდა საშუალება ძალიან მოკლე დროში კვალიფიციური, გათვლილი და დათვლილი კვლევები და ანგარიშები ეხილა რომელიც ბიზნესისთვის ყველაზე მნიშნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. განახლება წინასწარი პროგნოზებისა რამდენჯერმე მოხდა - ერთი წილის წინ არც არავის ეგონა რომ ამ რეალობაში რამდენიმე წლიანი ცხოვრება მოგვიწევდა. მუშაობა არც ერთ ეტაპზე გაუჩერებიათ, შედეგებში საერთაშორისო დაფასებაც მიითვალეს. საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

სტუმარი: მერი ჩაჩანიძე - "თიბისი კაპიტალი", მმართველი დირექტორი