Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

BM.GE
30.11.22 09:40
127
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს. ღონისძიებას სახელწოდებით - „საქართველო ტურბულენტურ მსოფლიოში“ - ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. თიბისი ჯგუფის მთავარ ეკონომისტთან და თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად, სავაჭრო პალატის წევრებმა მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციები და პროგნოზები მიმოიხილეს. თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ეკონომიკური ზრდა ნორმალიზების პროცესშია. რაც შეეხება თიბისი კაპიტალის სექტორულ განახლებას, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 2019 წლის დონემდე აღდგენაში, მიგრაციას დიდი წვლილი შეაქვს. მიგრაციამ განსაზღვრა 2022 წლის უძრავი ქონების, განსაკუთრებით გაქირავების ბაზარიც, სადაც ფასები ოქტომბერში 120%-ით გაიზარდა. ქირაზე ფასების ზრდამ კი ბინის საინვესტიციო მიზნით შეძენის მსურველთა რაოდენობა გაზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, უძრავი ქონების ფასები 2024 წლიდან მცირედით დაკორექტირდება.