21.Apr .2022 08:51

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა

Back

თიბისი კაპიტალმა სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა. კვლევამ აჩვენა რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიურ რეალობაში FMCG ბაზარი - რეკორდულად გაიზარდა. კვლევის მოხედვით 2020წელს წლიური ზრდა 26%ს 2021 წელს კი 22%ს შეადგენდა. 2021 წელს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ორგანიზებულმა ბაზარმა, რომელმაც მთლიან ბაზრის წილში 31% შეადგინა. საინტერესოა ტურისტული დანახარჯების შედეგებიც, კვლევის მიხედვით, 2020 წელს ტურისტული დანახარჯები თითქმის განულდა, 2021 წელს კი 43%ით აღდგა.