Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იმპორტიორები სებ-ს პასუხობენ

5a111ca155b01
BM.GE
19.11.17 10:00
814
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია "საქმის კურსთან" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ზარალზე ისაუბრა. როგორც ჭყონია აღნიშნავს, ფასების გაზრდა ბაზარზე ნეგატიურად ისახება და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მსყიდველუნარიანობაც ეცემა.

’’ჩვენ ასოციაციაში ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად ჭარბად არიან იმპორტიორებიც. სების ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ერთ-ერთ თვალსაჩინო ფინანსისტია და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ბატონი არჩილი ცოტა შეცდომაშია შეყვანილი. არ არსებობს, რომ ვთქვათ აგვისტოში ვიღაცამ ჭარბი ვალუტის შეძენა დაიწყო, ან ეს ვიღაცას იქამდე ეკეთებინა, ეს არასერიოზული თემაა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია. აქ ყურადღება გამახვილებულია თუ რატომ შეიძლება საკვები პროდუქტი გაძვირდეს. ვალუტა იმდენად სწრაფად ბრუნავს, რომ ყოველთვიურად უწევთ კონვერტაცია და შემდეგ პროდუქციის შეძენა. იმის ფუფუნება არც ერთ კომპანიას არ აქვს, რომ წინასწარ ერთი წლის მარაგი აშშ დოლარში ან ევროში დააგროვოს. სებს წვდომა აქვს ბანკებთან და შეუძლია ნახოს რა პერიოდით აკეთებენ ტრანზაქციებს და რა პერიოდით ხდება კონვერტაცია. ასეთი ფუფუნება არავის აქვს, პირიქით ყველა თუ არა, 95% იმ საბანკო პროდუქტით სარგებლობს, რასაც საკრედიტო ხაზი ქვია. სავარაუდოდ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ეროვნულ ბანკს, “- ამბობს ივა ჭყონია.

GDBA-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს იმდენი პროდუქტის წარმოება შეეძლება, რომ მისი იმპორტირებულით ჩანაცვლება საჭირო აღარ იქნება, ამას მხოლოდ მიესალმება.

„ ძალიან მცირეა ქართული პროდუქტი კვების დარგში, იმისთვის რომ მან კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულს და მეტიც ადგილობრივებს იმპორტირებული ნედლეულის გამოყენება უწევთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი საწვავის ფასის ზრდაა, რაც ლოგიკურად ლოჯისტიკის გაძვირებას იწვევს. ბრენდების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომლებსაც აქ კი არა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვერ ანაცვლებენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპით მივდივართ და ნურაფერს ნუ შევაფერხებთ და ნურც ნურავის დავადანაშაულებთ. ლარის გაუფასურება ისევ და ისევ ბიზნესზე აისახება მტკივნეულად “- აღნიშნავს ივა ჭყონია.