Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტის ავტოპარკს პსპ დააზღვევს

5a310dd27d43b
სალომე მეცხვარიშვილი
14.12.17 10:00
796
პარლამენტის ავტოპარკს პსპ დააზღვევს. სახელმწიფო ტენდერში სწორედ პსპ დაზღვევამ გაიმარჯვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 215 ათასი ლარია იყო, კომპანიამ კი პარლამენტის აპარატს 94 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა 189 ათას ლარად შესთავაზა.

კომპანია პარლამენტს მომსახურებას 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუწევს.

სერვისში შედის:

სრული ავტოკასკო - ავტოტრანსპორტის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა; ავტომობილის დაზიანება ან განადგურება ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, აფეთქებით, თვითაალებით, სტიქიური უბედურებებით (მათ შორის სეტყვა), მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, უბედური შემთხვევით, მინების, სარკეების, აქსესუარებისა და სხვა დეტალების, ასევე დამატებითი აღჭურვილობის დაზიანებით ან/და ქურდობით. ასევე უნდა მოიცავდეს ავტოტრანსპორტის ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობა (მტპლ) – მესამე პირთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო და საფინანსო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.