Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისიმ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

BM.GE
22.12.22 11:59
121
თიბისიმ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც 2023 წლის 19 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ითვალისწინებს. ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა, ხოლო პარტნიორები - თიბისი და სილქნეტი. შეთანხმებას ხელი თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ მოაწერეს. 

ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის ზამთრის სპორტის მთავარი მოვლენაა, რადგან საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა უფლება, რომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება 2018 წლის მაისში საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გადაწყდა.