Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები - თორნიკე ცირამუა და გიორგი ტაბატაძე საქმიან დილაში

BM.GE
24.12.20 09:39
521
პროექტი რომელიც ტრადიციად, ახალი ბიზნესებისთვის სტიმულად და მომავლის ოპტიმისტურად აღქმის ბიძგად იქცა უკვე მეხუთე წელია წინასაახალწლოდ ქართულ დამწყებ ბიზნესებს რამდენიმეკვირიან ძალიან საინტერესო მოგზაურობას სთავაზობს. განაცხადების მიღებიდან ბოლო დღემდე, როცა ფინალში გამარჯვებულების ვინაობას ვიგებთ ერთი დიდი თავგადასავალია თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა.

ამ მოგზაურობას მსხვილ, წარმატებულ ბიზნესად ქცევამდე ყველა მონაწილე გააგრძელებს, 2020-ის დაჯილდოვების რჩეულები კი ახლა იმაზე უნდა დაფიქრდნენ რომელ ჯილდოს აირჩევენ 3 დან. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ გვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია ან პროგრამული უზრუნველყოფა.

წლევანდელი გამარჯვებულები 400 მდე განაცხადიდან შეირჩნენ და 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ:
• საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ბილიკი
• საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის: ალტერსოქსი
• საუკეთესო ინოვაციის შექმნისთვის: BioCure
• საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: ჩიკატაი
• ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: ჟუჟუნა

სტუმრები: გიორგი ტაბატაძე - "ჟუჟუნა", თანადამფუძნებელი;
თორნიკე ცირამუა - BILIKI, თანადამფუძნებელი;