Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები

BM.GE
16.12.20 10:08
430
თიბისის 2020 წლის ბიზნესდაჯილდოვებისათვის ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის წელს მონაწილეთა 16% დარეგისტრირდა, მათ შორის ფინალისტებს შორის არიან: Ehotelspace გაყიდვების ციფრული მართვის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს სასტუმროებს მოკლე დროში თავად შექმნან ვებ-გვერდი პირდაპირი ჯავშნის მიღების ფუქნციით, ონლაინ ჩათისა და სხვადასხვა ჩანელ მენეჯერთან ინტეგრაციის შესაძლებლობით.

Space farms-ის მეურნეობა მიზნად ისახავს ბოსტნეულის წარმოებას 365 დღე უწყვეტად, მომხმარებელთან რაც შეიძლება ახლოს. Space farms ქმნის მდგრად მეურნეობას, ბოსტნეულის წარმოება არის გამჭირვალე, იზოგება მიწის რესური, წყლის და ტრანპორტირების ხარჯები, არ გამოიყენება პესტიციდები. გამოიყენება ურბანული აუთვისებელი ფართობი ბოსტნეულის გაზრდისთვის. ახალი თაობა ჩართულია ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელიც გამოიყენება მომავლის აგრომეურნეობაში.

შენeat-ი მომხმარებელს კვებითი მომსახურების ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც ეხმარება მზარეულებს, დიასახლისებს თუ უბრალოდ ოჯახის წევრებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, დროისა და ენერგიის დაზოგვით მოამზადონ კერძები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და დეტალური რეცეპტით. ამ ეტაპზე შენeat-ი მომხმარებელს 58 კერძის არჩევანს სთავაზობს, ჩამონათვალი რეგულარულად განახლდება და მომხმარებლის მოთხოვნილებებს გაითვალისწინებს.

სტუმრები: დაჯი ლიპარტელიანი, EHOTELSPACE, დამფუძნებელი;
ირაკლი ხუნდაძე - "შენeat", დამფუძნებელი;
ტუსია ღარიბაშვილი - პროექტის ხელმძღვანელი SPACE FARMS .