Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომისია: საერთაშორისო გამჭვირვალობამ არაკვალიფიციური დასკვნა გამოაქვეყნა

5a2fd2b40104a
BM.GE
12.12.17 16:56
725
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ  დასკვნას  არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას , დამუშავებას, შენახვა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს , რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერ- მინისტრს კონტრასიგანციის მისაღებად, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კონტრასიგანაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით იქნა 2013 წელს კახა ბექაური მარეგულირებელი კომისიის წევრად 83 ხმით 6 წლის ვადით არჩეული. 2013 წელს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს. საკითხის ამოწურვიდან 4 წლის შემდეგ საერთაშირისო გამჭვირვალობის მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება არის მცდელობა შელახოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში”, - განმარტავენ კომისიაში.