26.Mar .2021 09:06

თიბისის და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

233
Back

თიბისის და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითად თიბისის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრის სტატუსი მიენიჭა. მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, თიბისი და ეროვნული ბიბლიოთეკა ახალგაზრდებში განათლების გავრცელებისა და შემეცნების პოპულარიზაციის საკითხებზე ითანამშრომლებენ და ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. აქვე გეტყვით იმას, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისის შორის მეგობრობა 2015 წელს დაიწყო, როცა თიბისის მხარდაჭერით ბიბლიოთეკაში ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა.