27.Apr .2021 08:52

თიბისის მხარდაჭერით დმანისში მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

109
Back

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და აღჭურვილია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურით. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს. თიბისის ბაზრის წილი სოფლის მეურნეობის სექტორში 30%-ია. ბანკს აღნიშნული მიმართულებით, ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.