17.Jan .2022 08:37

თიბისის მხარდაჭერით გუდაურში „რედკოს“ 3 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

111
Back

თიბისის მხარდაჭერით გუდაურში „რედკოს“ 3 ახალი აპარტ ოტელი Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. ახალი აპარტ ოტელები პროექტის - „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს.