Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისის “სტარტაპ დეკრეტის” გამარჯვებულები

BM.GE
07.10.20 10:22
619
როგორ გავიდეთ დეკრეტში? ამ კითხვაზე პასუხი წესით ყველასთვის ადვილი გამოსაცნობია, ამისთვის მშობლის სტატუსის მოპოვება გჭირდებათ, მაგრამ თიბისის შემთხვევაში გარემოებები უკვე მეორედ შეიცვალა. უკვე მეორედ თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ დეკრეტის პროექტს სთავაზობს, ეს კი ნიშნავს რომ თიბისელებს აქვთ საშუალება თუკი სტარტაპერობას გადაწყვეტენ, 6 თვით გავიდნენ დეკრეტში, ამ პერიოდში შეინარჩუნონ სამსახური და ხელფასი, წამოიწყონ ბიზნესი და ნახევარ წელში მიიღონ გადაწყვეტილება სურთ იყვნენ ანტერპრენერები თუ დაუბრუნდნენ სამუშაოს თიბისის გუნდში.

მოკლედ ეს იდეაა, რომლის გამოყენებისთვისაც ბანკმა თანამშრომლებს შანსი მეორედ მისცა, შანსის გამოყენების უფლებისთვის კი თანამშრომლებმა ჯერ იდეები უნდა წარმოადგინონ და დაამტკიცონ რომ მათი 6 თვიანი დეკრეტი რეალურ და წარმატებულ სტარტაპს შექმნის. იდეაც იყო, შანსიც გამოყენებულია და სტარტაპდეკრეტით მოსარგებლეებიც ცნობილია.

სტუმრები: გვანცა მურღვლიანი - თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდის ხელმძღვანელი;
მარიამ აბულაძე - „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული;
მარიშა გოგოლაური - „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული;
მარიამ ცანავა - „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული: