Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისის სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული გუნდი

BM.GE
30.11.22 10:14
126
თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს. პროგრამა, რომელიც თიბისი ბანკმა 2018 წელს შექმნა მიზნად სტარტაპების ხელშეწყობას, ინოვაციური იდეების მხარდაჭერად ისახავს და სტარტაპ დეკრეტის საშუალებით გუნდის წევრებს 6 თვიან ანაზღაურებადი შვებულების ფარგლებში სტარტაპ იდეების ბიზნესად ქცევის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის ალექსანდრე მანიამ და ლევან კოკაია რომლებმაც რამდენიმეწლიანი ერთობლივი სამუშაო პროცესებზე დაკვირვების შედეგად დაინახეს, რომ ეჯაილ საქმიანობის მეტად მოქნილად და ეფექტიან წარმართვაში საჭირო იყო პროცესების გამამარტივებელი ხელსაწყო, რომელიც ამ მომენტისთვის ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა. ასე შეიქმნა ციფრული პროდუქტის იდეა „SHARA”, რომელიც სტარტაპ დეკრეტის მესამე გამარჯვებულია.

სტუმრები: ლევან კოკაია - თიბისის სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული;
ალექსანდრე მანია - თიბისის სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული;