Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თიბისის „სტარტაპ დეკრეტის” გამარჯვებული

BM.GE
24.11.21 13:05
375
თიბისის სტარტაპ დეკრეტის წლევანდელი გამარჯვებული იდეა ყოველდღიური საქმეების აუთსორსინგია. გახსოვთ ალბათ 2019 წელს დაწყებული პროექტი, რომლითაც სტარტაპ იდეების წასახალისებლად, თიბისიმ თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულების მიცემა გადაწყვიტა. თავის მხრივ პროექტში „სტარტაპ დეკრეტი“ მონაწილეობა თიბისის გუნდის წევრებს შეუძლიათ. რჩეული პროექტის ავტორები 6-თვიანი დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ, მთელი ამ დროის განმავლობაში შეუძლიათ დრო საკუთარი ბიზნესის განვითარებას დაუთმონ და ამავდროულად, ხელფასიც ჩვეულებისამებრ მიიღონ. გარდა შვებულებისა, გამარჯვებულებს სპეციალური ფინანსური თუ არაფინანსური შეღავათებით შეუძლიათ სარგებლობა.

სტუმარი: რუსუდან პაპუნაშვილი - თიბისის ციფრული სერვის ექსპერეტი, გუნდის კაპიტანი;