Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BBC: თეთრი სახლი ლეგალური მარიხუანის შეზღუდვას გეგმავს

5a4f578c5e2aa
BM.GE
05.01.18 14:45
793
თეთრი სახლი ლეგალური მარიხუანის შეზღუდვას გეგმავს - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას BBC. საუბარია ახალ რეგულაციაზე, რომლის დაწესებასაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს.

საქმე ისაა, რომ იუსტიციის დეტაპრტამენტმა გააუქმა ბარაკ ობამას პერიოდში მიღებული დოკუმენტი, რომელიც შტატებს შესაძლებლობას აძლევდა მარიხუანასთან დაკავშირებული პოლიტიკა მინიმალური ფედერალური ჩარევით, დამოუკიდებლად განესაზღვრათ.

BBC აღნიშნავს, რომ ობამას პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება შტატებს შესაძლებლობას აძლევდა მოეხდინათ მარიხუანის ლეგალიზება, რამაც ქვეყანაში მილიარდიანი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი. ამ პოლიტიკის შედეგად, მიმდინარე წელს კალიფორნია გახდა მე-6 შტატი, სადაც მარიხუანის გაყიდვა ოფიციალურად შესაძლებელი გახდა.

Reuters-ის ინფორმაციით კი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ცვლილებები კითხვებს აჩენს საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობითვე, ამან ასევე წარმოშვა გაურკვევლობა ბანკებში, რომლებსაც ისედაც გააჩნიათ გარკვეული შიშები მარიხუანას ინდუსტრიის წარმომომადგენლებთან ბიზნესურთიერთობის გამო.