Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Tiktok და Oracle ბიზნეს პარტნიორები ხდებიან

BM.GE
15.09.20 09:04
546
რამდენიმე თვეა შეერთებული შტატები Tiktok-ის აკრძალვას განიხილავს. ჩინურ აპლიკაციას უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ბრალდებები ედება, რომელსაც კომპანია პერმანენტულად უარყოფს, თუმცა ფაქტია იმისთვის რომ მსხვილ ბაზრებზე წვდომის საშუალება შეუნარჩუნდეს, გარკვეულ სქემებზე და გეგმებზე მოწყობა მასაც სჭირდება.

Tiktok და Oracle ბიზნეს პარტნიორები ხდებიან. ეს თანამშრომლობა კი ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელსაც სავაჭრო დავაში მყოფი ქვეყნის ტექკომპანიის მიმართ ეროვნული უსაფრთხოების თემაზე კითხვები აქვს.