Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომისიამ TV ERA სამართალდამრღვევად ცნო

5a743c2e35ac1
BM.GE
02.02.18 14:22
755
კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ საჩივრის საფუძველზე, კომისიამ შპს „TV ERA“-ს მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგად გაირკვა, რომ შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახდენდა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნია.

"შპს „TV ERA“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახალი გარემოება გამოვლინდა, კერძოდ, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ არ აქვს უფლება გაავრცელოს საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხები, რომელთა ტრანზიტს შპს „TV ERA“-ს გარდა, სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებიც ახორციელებენ. შესაბამისად, კომისიამ გამაფრთხილებელი წერილით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „TV ERA”-ს, და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „TV ERA”-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”, “футбол 3”, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP Премьера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP Мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”, “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „Ru Tv“, „Disney“ „TV 1000“ და “TV 1000 action“ არამართლზომიერი გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი.

კომისიამ შპს ,,TV ERA” „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის შეწყვეტა დაავალდებულა", - განმარტავენ კომისიაში.