Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში Marriott-ის ბრენდის 7 ახალი სასტუმრო გაიხსნება

5a326659be8fa
BM.GE
14.12.17 15:52
998
Marriott 3-4 წელში საქართველოში 7 ახალი სასტუმროს მართვაში შესვლას გეგმავს. კომპანიის რეგიონალურმა ვიცე-პრეზიდენტმა პანკაჯ ბირლამ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ Marriott-ს საქართველოში ყველაზე მსხვილი სასტუმრო ოპერატორის სტატუსის მოპოვება სურს.

"საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილები. მე პირადად 2005 წლის შემდეგ ჩამოვდივარ საქართველოში და დიდ ცვლილებებს ვხედავ. ყოველ ჩამოსვლაზე ვხედავ განვითარებას.

Marriott ცდილობს ყველა კლასის სტუმარს შესთავაზოს სერვისი. ჩვენ 12 განსხვავებულ ბრენდს ვაერთიანებთ, მასში არის როგორც საშუალო ასევე მაღალი კლასის ბრენდები. მაგალირად "მოქსის" ბრენდი შედარებით დაბალფასიანია და ახალგაზრდა მომხმარებელზეა გათვლილი, მისი ფასიც შესაბამისი იქნება. მოთხოვნას ვხედავთ და სწორედ ამიტომ ვზრდით ინვესტიციას. საქართველოს ბაზარს ნათელი მომავალი აქვს“, - ამბობს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.