Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტრანსპორტის გამონაბოლქვი - როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?

BM.GE
22.03.23 11:52
65
გარემოსდაცვით ზედამხედველობის სააგენტოს ახალი ფუნქცია ემატება. საუბარია სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლზე. პირველი ეტაპისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად. სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ესაჭიროება 800 000 ლარის გამოყოფა ესაჭიროება. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების განმარტებით ბარათში, პირდაპირ არის აღნიშნული, რომ სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად ვერ აგვარებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემას. რამდენად მოაგვარებს ამას ავტომობილების ვიზუალური კონტროლი და რამდენად თანმიმდევრულია მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები?

სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს", დამფუძნებელი