Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტრიკოტაჟის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა

BM.GE
22.10.21 13:05
229
2021 წლის 9 თვეში უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ათეულში სხვა პროდუქციასთან ერთად ტრიკოტაჟის ნაწარმიც მოხვდა. საიდანაც, მიღებულმა შემოსავალმა იანვარ-სექტემბერში 49 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 70 %-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონი დოლარი იყო. სამკერვალო ინდუსტია ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო წარმატებულად ვითარდება და საქართველოში შეკერილი პროდუქცია ბაზრებს წარმატებულად ითვისებს. MADE IN GEORGIA-ს წარწერას მსოფლიოში აღიარებულ და წარმატებულ ბევრ ბრენდზე შეხვდებით. მათ შორისაა NIKE, ADIDAS, New Balance და Under Armour. ამ სექტორმა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე წელიწადნახევრის განმავლობაში პანდემიით გამოწვეული უამრავი სირთულის მიუხედავად ბიზნესის განვითარება მაინც შეძლო.