23.Mar .2022 14:15

“თუ დათოვლილი გზების გაწმენდაში მოსახლეობაც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით”

158
Back

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის სამსახურები აქტიურად მუშაობენ დედაქალაქში დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების დროს ქუჩებში დატოვებული მანქანები პრობლემებს ქმნის. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რომ ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს, თუმცა უხვი ნალექის გამო პრობლემებია პატარა და არაძირითად ქუჩებზე.