Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოსავლების სამსახური ლარსის საბაჟოზე შეფერხების მიზეზებს განმარტავს

5a45ead514fdc
სალომე მეცხვარიშვილი
29.12.17 11:20
620
შემოსავლების სამსახური ლარსის საბაჟოზე შეფერხების მიზეზებს განმარტავს. Bm.ge-სთან შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ რუსულ მხარეს დიდი ოდენობით ავტომობილები დაგროვდა. ქართული მხარე ვერ აკონკრეტებს, რა გახდა რიგების მიზეზი მეზობელი ქვეყნის საბაჟოზე და აღნიშნავს, რომ პრობლემის აღმოფვრის მიზნით ქართველი მებაჟეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ატარებდნენ ავტომობილებს.

"პრობლემა შეიქმნა მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. თავი მოიყარა დიდი რაოდენიბით სატვირთო მანქანებმა. მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ შეგროვდა ამდენი მანქანა. თუმცა, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცირები არიან მუდმივ კომუნიკაციაში რუს მებაჟეებთან და იმის გამო, რომ დროულად მომხდარიყო ავოტომობილების გამოტარება, მთელი ღამის განმავლობაში ყველა შემოსასვლელი და გასასვლელი გახსნილი გვქონდა. დიდი რაოდენიბით, 400-ზე მეტი ავტოსატრანსპრტო საშუალება, შემოვატარეთ. ჩვენს მხარეს პრაქტიკულად არ იყო მანქანები და ამ წუთისთვის დაახლოებით 100 მანქანაა, ისიც იმიტომ, რომ რუსეთის მხარეს არ დაუწყია მათი მიღება",- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.