Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 5 მლნ- იანი ხარჯი -ოფისები თუ წარმომადგენლობები?

BM.GE
04.02.22 18:44
326
17 იანვარს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოს მიმართა. მიზანი ადმინისტრაციის მხრიდან მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესყიდვა იყო. შესყიდვის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია, საიდანაც 5 მილიონი ლარი მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნაზე უნდა დაიხარჯოს. მთავრობის განკარგულების ამ პუნქტმა ბევრი კითხვა წარმოშვა, რომლის გარკვევასაც დღეს კიდევ ერთხელ შევეცადეთ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას სულაც არ გულისხმობდა - მეტიც, პროექტის განხორციელებაზე ჯერ გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული.