Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Audio Guide Georgia - ტურისტული აუდიო გიდი

59fc4648274ed
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.17 15:08
1040
Audio Guide Georgia ინოვაციური აპლიკაციაა, რომელიც ტურისტებს საქართველოს მასშტაბით აუდიო ტურებს სთავაზობს. ის მორგებულია როგორც Android-ის ასევე IOS-ის მობილურებზე. ამ მომენტისთვის ის მოიცავს 5 რეგიონის აუდიო ტურს და 98 ღირშესანიშნაობას. აპლიკაციის დეტალებზე "საქმის კურსს" მისი დამფუძნებელი ნიკა გეწაძე ესაუბრება:

- როდის და რატომ შეიქმნა კომპანია? საიდან წამოვიდა იდეა?

- Audio Guide Georgia-ს იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გამიჩნდა, როცა მივხდი რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა მატულობს. თუმცა, ამ ნაკადიდან ბევრს არ აქვს პირადი გიდის დაქირავების საშუალება, რის გამოც მათ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. ჩემი პროფესიის ხაზის გავლით შევეცადე მომეძიებინა და დამეხვეწა მსოფლიოში აპრობირებული აუდიო გიდის მეთოდი.

- სად და რა ენებზეა ხელმისაწვდომი გიდი?

- აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ როგორც IOS- მომხამრებლებისთვის App store-ზე, ასევე, ანდროიდის მომხარებლებისთვის Google Play Store-ზე. ამჟამად აპლიკაცია ხელმისაწვდომია სამ ენაზე - ინგლისურად, რუსულად და ქართულად.

- რამდენი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კომპანიაში? რა იყო თქვენი ინვესტიცია და ვინ არიან დამფუძნებლები?

- კომპანიის დამფუძნებელი მე თვითონ ვარ, ხოლო თანადაფუძნებელია "სატარტაპ საქართველო". ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 4 ადამიანი, თუმცა, განვითარების პროცესსში არასრულ განაკვეთზე ვითანამშრომლეთ 10-ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან.

- თქვენი, როგორც კომპანიის, კომერციული დაინტერესება რა არის?

- ჩვენი აპლიკაცია არის უფასო და მასში ხელმისაწვდომია გარკვეული ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აპლიკაცია მომხმარებელს საკვების, გართობისა და დასვენების ადგილებსაც სთავაზობს და რეკომენდაციებს აძლევს. მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს როგორც რესტორნები და ბარები, ასევე, მასთან ახლოსმდებარე მაღაზიები და ღონისძიებები.

თუმცა, ასევე არის ფასიანი ტურები, რომლის ღირებულებაც 3.99$- დან 14.99$-მდე მერყეობს. ამიტომ ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტმა ტურისტმა გაიგოს ჩვენი აპლიკაციის შესახებ.

- ვინ არიან თქვენი კონკურენტები? არსებობს თუ არა მსგავსი ტიპის სხვა აპლიკაცია საქართველოში?

- მსგავსი ტიპის აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ასეთი ხარისხის ინფორმაციას, აუდიო და ფოტო მასალას, ამ რაოდენობის ღირშესანიშნაობას, საქართველოში ჩამოსვლის დაგეგმვის შესაძლებლობას, Offline რუკებს და რაც მთავარია, Offline აუდიო ტურებს, ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი აპლიკაცია არ არსებობს.

- აპლიკაციის შექმნიდან დღემდე რა შედეგზე გახვედით? რამდენი ჩამოტვირთვა აქვს აპლიკაციას? ძირითადად რომელი ქვეყნებიდან არის დაინტერესება?

- აპლიკაცია სრული დატვირთვით ამუშავედა სექტემბრის თვიდან და ამ დროიდანვე დავიწყეთ სხვადასხვა მცირე ზომის მარკეტინგული აქტივობებიც. ამ მცირე დროის განმავლობაში აპლიკაცია 2000-ზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოიტვირთა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტურისტული სეზონი უკვე დასრულებულია, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებიდან არის, თუმცა, ყველაზე მეტი ინტერესი მაინც პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან მოდის.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ თუ არა კიდევ სხვა რეგიონების და გიდების დამატებას?

- სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღირშესანიშნაობა მოიცვას ჩვენმა აპლიკაციამ. საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შევეცდებით სრულად მოვიცვათ ეს ჩვენს აპლიკაციაში. ასევე, კარგი იქნება თუ აუდიოტურები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომი იქნება და უფრო მეტ არჩევანს მივცემთ მომხარებლებს.

- თქვენ დარეგისტრირდით და მონაწილეობას იღებდით „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ბიზნესდაჯილდოებაში. რატომ გადაწყვეტეთ მონაწილეობა, რა იყო თქვენი მოლოდინი?

- ჩვენი სტარტაპი ერთადერთია ჩვენს ქვეყნააში, რომელიც საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტებს აუდიო ტურებს სთავაზობს ინოვაციური მეთოდით და ვფიქრობთ, პოპულარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის გააზიარება ჩვენს ბიზნეს წრეებშიც.