Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დამსაქმებელთა და მწარმოებელთა ასოციაცია იაპონიის ელჩს შეხვდება

5a687a5c018f4
BM.GE
24.01.18 16:18
1130
25 იანვარს, 11:00 საათზე საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და იაპონიის ელჩის მოადგილესა და მრჩეველს ტომონორი ჰასეგავას შეხვდებიან.

შეხვედრაზე განიხილება საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ასევე თებერვალ-მარტში საქართველოში იაპონიის ბიზნესის წარმომადგენლების სტუმრობისა და ქართულ მხარესთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების საკითხები. შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება და მას სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან