Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოეთში აცრილებზე Covidpass არ მუშაობს

BM.GE
16.09.21 12:34
403
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობამ covid pass ვებ გვერდი აამოქმედა და ითქვა, რომ მალე მობილური აპლიკაციაც დაემატება. ახალი პლატფორმა ადამიანებს წითელ ან მწვანე სტატუსს ანიჭებს. პორტალი მწვანე სტატუსი მინიჭების რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს: ორჯერადი ვაქცინაცია, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR – კვლევა, ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტი, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექცია. თუ ამ ოთხიდან რომელიმეს დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს ადამიანს, აპლიკაცია ავტომატურად გაამწვანებს. BMG დაინტერესდა საქართველოს იმ მოქალაქეების ისტორიით, რომლებმაც აცრა უცხოეთში გაიკეთეს, რადგან ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით კიდევ არ არის მიბმული სხვა ქვეყნების სისტემაზე, შესაბამისად მათი მონაცემეი პორტალში არ ფიქსირდება.