Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა - ქეთი ბოჭორიშვილი და კახა შარაბიძე საქმის კურსში

BM.GE
09.12.20 18:21
449
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.

სტუმრები: ქეთი ბოჭორიშვილი - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე
კახა შარაბიძე - იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი