Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი ძველ თბილისში?

BM.GE
25.04.23 18:48
96
„მოედანი“ - ასე ჰქვია მასშტაბურ პროექტს ავლაბარში, რომლის კონცეფციაში დიდი ადგილი უჭირავს ისტორიას და მემკვიდრეობას, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის სივრცე 21-ე საუკუნის ადამიანისთვის, რომელიც მორგებული მრავალფეროვან საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. აქ იქნება საერთო სამუშაო და ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები, ეზო, კაფეები, ბარები, მაღაზიები და ჯამში ეს იქნება ადგილი, სადაც ერთდროულად ცხოვრობ, ერთობი, მუშაობ, ისვენებ და ა.შ.

რატომ გაჩნდა ამ ტიპის პროექტის გაკეთების იდეა, რამდენად მოგებიანია უძრავ ქონებაში ინვესტირება ძველ თბილისში ამ თემაზე ვისაუბრეთ პროექტი „მოედნის“ წარმომადგენელთან ერთად და ამავე ბლოკში ვმასპინძლობთ კომპანია „სფერო ჰოლდინგს,“ რომელიც მომხმარებლებს ძველ თბილისის უბნებში განაშენიანებისა და არქიტექტურული რენოვაციის პროექტს სთავაზობს. პროექტი „თბილისური ეზოს“ მიზანია თბილისის ძველი ისტორიული უბნების, ქალაქის იერსახის შენარჩუნება აღდგენას თანამედროვე ხედვებით და ტექნოლოგიების შესაძლებლობებით.

სტუმრები:
თეონა ჭიკაიძე - პროექტი “მოედანი” სტუმარ-მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გიორგი ჩაკვეტაძე - „სფერო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი.