Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ADB: 10 წელში საქართველოში $2,3 მილიარდის პროექტები განხორციელდა

5a1d38e03f747
BM.GE
28.11.17 14:20
701

"თბილისის აბრეშუმის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოში განხორციელებული პროექტები შეაფასა და მიღწევების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოს აქვს ძალიან დიდი მიღწევები, რაც  რეფორმების გატარებას და ზოგადად განვითარებას ეხება.  მინდა, მივულოცო  საქართველოს ყველა ეს მიღწევა.  მე თვალყურს ვადევნებ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას.  ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია,   მე წინა ფორუმსაც დავესწარი საქართველოში. მინდა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს მთავრობისადმი  იმ  მასპინძლობისთვის რომელიც ჩვენ გაგვიწია“, - განაცხადა  აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. 

ვენჩაი ჟანგის თქმით,  2016 წლიდან საქართველო დიდ როლს ასრულებს იმ 11 ქვეყანასთან ერთად, ვისთანაც აზიის განვითარების ბანკი აქტიურად თანამშრომლობს.

"2007 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი გახდა და 10 წლის განმავლობაში 2,3 მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდა სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად",- აცხადებს 

ვენჩაი ჟანგის განცხადებით,  საქართველოში გაუმჯობესდა  ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისები განვითარდა.  ამასთან, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, შემუშავდა ახალი ხედვა, რომლის მიზანია 2020-30 წლებში პარტნიორ ქვეყნებში  ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სხვა სექტორებში მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.